პროგრამის შესახებ

სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს პროგრამას „ინტერნეტი განვითარებისთვის“.

პროგრამის ძირითადი მიზანია საქართველოს რეგიონებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ელექტრონული კომერციის დონის ამაღლება.

პროგრამის ფარგლებში მოხდება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 1,500 ოჯახისთვის ინტერნეტის პირველადი ინსტალაციის ღირებულების დაფინანსება.


პროგრამაში ჩართულ ოჯახებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ ტრენინგი ციფრულ წიგნიერებაში,

პროგრამის მონაწილე მეწარმეები კი შეძლებენ გაიარონ ტრენინგი ელექტრონულ წიგნიერებაში, მიიღონ ინდივიდუალური კონუსლტაცია ელექტრონულ კომერციაში და გაზარდონ თავიანთი ბიზნესი.

ერთ ოჯახს ან/და ერთ მეწარმეს შეუძლია ისარგებლოს პროგრამით ერთჯერადად.

Alternate Text

ინტერნეტის პირველადი ინსტალაცია

პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები ოჯახისათვის:

  • უნდა ცხოვრობდეს საქართველოს მაღალმთიან რეგიონში;
  • უნდა იყოს რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში და მინიჭებული ჰქონდეს 100,000 ან ნაკლები ქულა;
  • ფართოზოლოვანი ინტერნეტი ფიზიკურად უნდა იყოს ხელმისაწვდომი მის მისამართზე.

2020 წლიდან, ვაუჩერის გასანაღდებლად, საჭიროა პირველი თვის სააბონენტო გადასახადის გადახდა!


პროგრამის დასრულების თარიღი: 31.03.2021

Alternate Text

ტრენინგები ელექტრონულ წიგნიერებაში

პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები მეწარმისათვის:

  • უნდა წარმოადგენდეს საქართველოს რეგიონში მოქმედ ბიზნესს;
  • უნდა იყოს რეგისტრირებული, როგორც საწარმო და ჰქონდეს აქტიური სტატუსი;

2020 წლიდან, მეწარმეებს შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ ელექტრონული კომერციის ტრენინგ პროგრამით!


პროგრამის დასრულების თარიღი: 31.03.2021