ხშირად დასმული კითხვები

გადმოწერეთ PDF ან ნახეთ ვიდეო ინსტრუქცია/ტუტორიალი
ეს არის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სუბსიდია მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის და მეწარმეებისთვის, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინტერნეტის უფასოდ ჩართვა სახლში ან საწარმოში.
ინტერნეტ ვაუჩერის მიღება შეუძლია ყველა ოჯახს, ვინც ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში, რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100,000-ს. ასევე ყველა იმ მეწარმეს, რომელიც ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას მაღალმთიან დასახლებაში და აქვს აქტიური სამეწარმეო სტატუსი.
გთხოვთ, იხილოთ კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ.
არა. ვაუჩერი ფარავს მხოლოდ პირველადი ინსტალაციის ხარჯებს. ინსტალაციის შემდგომ ბენეფიციარმა თავად უნდა გადაიხადოს ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი.
ინტერნეტ ვაუჩერის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ ჩვენს ვებ-გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და აირჩიოთ ინტერნეტ სერვის პროვაიდერი, რომლის შემდგომაც მიიღებთ ვაუჩერს, რომელიც უნდა წარუდგინეთ ინეტრნეტ სერვის პროვადერს, როცა მოხდება სერვის ჩართვა.
ტრენინგი ციფრულ წიგნიერებაში მოიცავს ინტერნეტის, კომპიუტერის და საოფისე პროგრამების შესწავლას. იგი ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდზე და მათი სწავლა შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, ონალაინ რეჟიმში.
ტრენინგი ელექტრონულ წიგნიერებაში მოიცავს ელექტრნულ ბიზნესს (ელექტრონული ფოსტა, სოციალური ქსელი, გუგლის სერვისები), ელექტრონულ კომერციას (ადგილობრივი და საერთაშორისო პლატფორმები, სადაც შესაძლებელია პროდუქტის / მომსახურების ყიდვა-გაყიდვა) და ელექტრონულ მმართველობას (მოქალაქის პორტალი, სახელმწიფო სერვისები, გრანტები, ა.შ.). ტრენინგები ტარდება საქართველოს ყველა რეგიონში და მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა, გაიაროთ რეგისტრაცია ჩვენი ვებ-გვერდიდან.
კონსულტაცია ელექტრონულ კომერციაში მოცავს ყველა იმ მნიშვნელოვან პლატფორმაზე რეგისტრაციას, რომელიც დაგეხმარებათ მეტი მომხმარებლის მოსაზიდად და თქვენი პროდუქტის ან მომსახურების ფართო საზოგადოებისთვის შეთავაზებას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე.
იმისათვის რომ პროდუქტი ან მომსახურება, რომელსაც სთავაზობთ მომხმარებელს ინტერნეტ პლატფორმების გამოყენებით, იყოს მიმზიდველი, საჭიროა გქონდეთ კარგი აღწერა და ხარისხიანი ფოტო მასალა. პროგრამის ფარგლებში, ჩვენი კონსულტანტები დაგეხმარებიან როგორც ფოტოების გადაღებაში, ასევე მარკეტინგული აღწერის მომზადებაში, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

სერვის-ცენტრები

რეგისტრაციასთან დაკავშირებით დახმარებისთვის დაგვიკავშირდით:
ადიგენი
ახალქალაქი
ახალქალაქი
ახალციხე
ახალციხე
ახმეტა
ბაღდათი
ბოლნისი
ბორჯომი
გარდაბანი
გარდაბანი
გორი
გურჯაანი
გურჯაანი
დედოფლისწყარო
დმანისი
ვანი
ზესტაფონი
ზუგდიდი
ზუგდიდი
თბილისი
თელავი
თელავი
თერჯოლა
ლაგოდეხი
ლანჩხუთი
მარნეული
მცხეთა
ნინოწმინდა
ოზურგეთი
რუხი
საგარეჯო
საგარეჯო
სამტრედია
საჩხერე
სიღნაღი
ქარელი
ქარელი
ქობულეთი
ყვარელი
ყვარელი
ჩოხატაური
ჩოხატაური
ჩხოროწყუ
ცაგერი
წალენჯიხა
წალკა
წყალტუბო
ჭიათურა
ჭიათურა
ჭოპორტი
ხარაგაული
ხარაგაული
ხარაგაული
ხარაგაული
ხაშური
ხობი