BfD

ციფრული წიგნიერება

უფასო ტრენინგები რეგიონებში მცხოვრები ოჯახებისთვის

ეს არის სპეციალური კურსი მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს:

  • კომპიუტერის გამოყენება
  • ინტერნეტის გამოყენება
  • საოფისე პროგრამების გამოყენება

ტრენინგზე დარეგისტრირება შეუძლია ყველა ადამიანს, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  • ცხოვრობს საქართველოს რეგიონში
  • დარეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100,000-ს

ტრენინგს უნდა ესწრებოდეს ოჯახიდან ერთი წარმომადგენელი და ტრენინგების წარმატებით გავლის შემთხვევაში მას გადაეცემა ინტრენტში ჩართვის უფასო ვაუჩერი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან

Section Image

ელექტრონული წიგნიერება

უფასო ტრენინგები რეგიონებში მოღვაწე მეწარმეებისთვის

ეს არის სპეციალური კურსი მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს:

  • ელექტრონული ბიზნესი
  • ელექტრონული კომერცია
  • ელექტრონული მმართველობა

ტრენინგზე დარეგისტრირება შეუძლია ყველა მეწარმეს, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  • მოღვაწეობს საქართველოს რეგიონში
  • დარეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურში და აქვს აქტიური სამეწარმეო სტატუსი

ტრენინგს უნდა ესწრებოდეს საწარმოს ერთი წარმომადგენელი და ტრენინგების წარმატებით გავლის შემთხვევაში მას გადაეცემა ინტრენტში ჩართვის უფასო ვაუჩერი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან

Section Image

ინტერნეტ სერვის პროვაიდერებისთვის

პროგრამაში ჩასართავად, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა

Section Image