განავითარეთ თქვენი ბიზნესი

პროგრამა დასრულებულია!


საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისთვის“ ფარგლებში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელ მეწარმეებს საქართველოს რეგიონებში გთავაზობთ უფასო ტრენინგებს!

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მეწარმეს, ვინც:

      ⦁ მოღვაწეობს საქართველოს რეგიონში;                                             

      ⦁ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და გააჩნია აქტიური სამეწარმეო სტატუსი.

მათ, ვისაც სურთ განავითარონ თავიანთი ბიზნესი, მოიზიდონ მეტი მომხმარებელი და მიიღონ მეტი შემოსავალი, საშუალება აქვთ გაიარონ უფასო კურსი ელექტრონულ წიგნიერებაში, რომელიც მოიცავს:

      ⦁ ელექტრონული ბიზნესის წარმოებას (ელ-ფოსტა, სოციალური ქსელი);

      ⦁ ელექტრონული კომერციის გამოყენებას (ყიდვა-გაყიდვა ინტერნეტში);

      ⦁ ელექტრონული მმართველობის ძირითად პრინციპებს.

ის მეწარმეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან აღნიშნულ კურსს, მიიღებენ დამატებით ბენეფიტებს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან.

პროგრამაში ჩასართავად გაიარეთ რეგისტრაცია.

რეგისტრაცია
ავტორიზაცია