წინამდებარე წესების და პირობების გაცნობა და დათანხმება სავალდებულოა, რათა გახდეთ პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისთვის“ (შემდგომში პროგრამა) მონაწილე (შემდგომში მომხმარებელი) და ისარგებლოთ სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) შემოთავაზებული სერვისებით.
პროგრამის მონაწილეები არიან ინტერნეტ სერვის პროვაიდერები (შემდგომში პროვაიდერი), რეგიონებში მცხოვრები ოჯახები (შემდგომში ბენეფიციარი ოჯახი) და მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეები (შემდგომში ბენეფიციარი მეწარმე), რომლებიც სარგებლობენ პორტალით და აკმაყოფილებენ პროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს (გამოქვეყნებულია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://bfd.gov.ge/Home/About).
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პირობებს პორტალის მეშვეობით ნებისმიერი სერვისით სარგებლობისას.
თქვენ თანხმობას აცხადებთ ამ პირობებზე, ისევე, როგორც ჩვენი “ინფორმაციის დაცვის პირობებზე” (გამოქვეყნებულია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://bfd.gov.ge/Home/About და ინკორპორირებულია აქ მითითების სახით).
ყველა ქვემოთ ხსენებული პირობა არეგულირებს თქვენ მიერ პორტალით და ჩვენი სერვისებით სარგებლობას.
თუ თქვენ არ ეთანხმებით ამპირობებს, უნდა შეწყვიტოთ პორტალით და ჩვენი სერვისებით სარგებლობა. ტერმინი “თქვენ” მიუთითებს პირზე, რომელიც შედის პორტალზე ან სარგებლობს პორტალით ან ჩვენი სერვისით, ასევე მიუთითებს კომპანიაზე ან ორგანიზაციაზე, რომლის სახელითაც ეს პირი შედის პორტალზე ან სარგებლობს ჩვენი სერვისით.
ჩვენი სერვისები
“ინტერნეტი განვითარებისთვის” პროგრამის მიზანია, აღნიშნული პორტალის მეშვეობით, შესაძლებელი გახადოს ინფორმაციის მიღება ინტერნეტ პროვაიდერების და ინტერნეტ პაკეტების შესახებ საქართველოს ყველა რეგიონისთვის და ხელი შეუწყოს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის და ინტერენეტის შესახებ ცნობიერების გაზრდას, განსაკუთრებით მაღალმთიან დასახლებებში, ინტერნეტ ვაუჩერებისა და ონლაინ ტრენინგების მეშვეობით.
ჩვენი პორტალით და სერვისებით სარგებლობაამ შეთანხმებაზე თანხმობით თქვენ აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ:
- იმოქმედებთ წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად;
- არ მოახდენთ პორტალის რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერ გარემოში ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
- წარმოადგენთ ზუსტ და სწორ ინფორმაციას თქვენი პირადი მონაცემების, თუ კომპანიის მონაცემების შესახებ;
- ხართ სრულად პასუხისმგებელი თქვენი, როგორც მომხმარებლის პირად ანგარიშზე, ასევე ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც ხორციელდება თქვენი ანგარიშით პორტალზე ყოფნის ან სერვისით სარგებლობის დროს;
- არ გამოიყენებთ პორტალს ნებისმიერი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მოსაპოვებლად, მათ შორის, ანგარიშთა სახელწოდებებს, ტელეფონის ნომრებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს, ან სხვა მსგავს ინფორმაციას კომერციული მიზნების მისაღწევად;
- არ გამოიყენებთ პორტალის მიერ წარმოდგენილ კომუნიკაციის სისტემებს ან შექმნილ კონტაქტებს კომერციული მიზნების მისაღწევად;
- ხართ სრულად პასუხისმგებელი თქვენ მიერ მოწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე.
- არ გაგზავნით კონტენტს, რომელზეც მესამე პირს გააჩნია საავტორო უფლება ან წარმოადგენს მესამე მხარის საკუთრების ობიექტს, რაც გულისხმობს კონფიდენციალურობის, საჯაროობის, კომერციული საიდუმლოებისა და სხვა მსგავსი პრინციპების დაცვას.
ვებ-გვერდითა და სერვისებით სარგებლობით, თქვენ ადასტურებთ, რომ:
- ინტერნეტ სერვის პროვაიდერი არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და არ წარმოადგენს ჩვენს დასაქმებულს ან აგენტს;
- სააგენტო თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს პროვაიდერის მიერ მომსახურების გაწევას, მათ შორის არაჯეროვან მომსახურებას, შეთავაზების პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ;
- პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
- ჩვენ გვაქვს უფლება თავად განვსაზღვროთ, არის თუ არა ნებისმიერი თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია სათანადო და შეესაბამება თუ არა წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს, წავშალოთ ნებისმიერი ან/და ყველა თქვენი გზავნილი და დავხუროთ თქვენი ანგარიში წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე ან მის გარეშე.
- პრვაიდერსა და ბენეფიციარს შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ სრულად ვთავისუფლდებით ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შეიძლება ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ.
თქვენი ანგარიში და პროფილი ვებ-გვერდზე:
ჩვენს პორტალზე ანგარიშის გახსნის მეშვეობით დარეგისტრირება აუცილებელია იმისათვის, რათა თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდეს სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში არსებული სერვისები.
მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი პორტალზე ნებისმიერი და ყველა შესვლისათვის ან სერვისით სარგებლობისათვის, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნული განხორციელდება სხვა პირთა მიერ თქვენი ანგარიშის გამოყენებით. გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ, თუ გაიგებთ, რომ თქვენი ანგარიშის გამოყენება ხორციელდება თქვენი ნებართვის გარეშე.
საჯაროობა, უსაფრთხოება და ინფორმაციის დაცვა
თქვენ აცნობიერებთ, რომ ჩვენსა და თქვენ შორის განხორციელებული კომუნიკაციის დიდი ნაწილი ემსახურება თქვენი ინფორმირების მიზანს. შესაბამისად, ჩვენ მიერ თქვენთვის გამოგზავნილ შეთავაზებებზე, მოსაწვევებსა და მსგავს შეტყობინებებზე არ ვრცელდება რაიმე სახის ვალდებულება კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებით, მათ შორის შეთავაზების განსახორციელებლად.
ჩვენი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ მოვიპოვებთ, ვიყენებთ და ვამჟღავნებთ თქვენს პირად ინფორმაციას.
ინფორმაციის გადამოწმება
თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
დამატებით, თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენ მიერ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვილ და მიღებულ იქნას თქვენ შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მისი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, საბანკო და სხვა საქმიანობისათვის გამოყენების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.
მომხმარებლის ქცევის ზოგადი წესები
ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი პორტალით და სერვისებით სარგებლობა იყოს სასიამოვნო გამოცდილება პორტალის ყველა მომხმარებლისათვის. აქედან გამომდინარე, თქვენ ადასტურებთ, რომ არ განახორციელებთ ქვემოხსენებულ ქმედებებს:
- ნებისმიერი უკანონო ღონისძიების განხორციელება ან რეკლამირება ჩვენი პორტალის ან სერვისის მეშვეობით;
- პორტალის ან სერვისის გამართული ფუნქციონირებისათვის საფრთხის შექმნა ან რაიმე მცდელობა.
- პორტალის ან სერვისის დაცულ ნაწილზე უნებართვო შესვლის მცდელობა; ნებისმიერი სახის ვირუსის, ან სხვა ზიანის მომტანი კოდის ატვირთვა ან გადაცემა; პორტალის ან მომსახურების გამოყენება იმისათვის, რომ შექმნილ იქნეს არასასურველი სპამი ან ელექტრონულ ფოსტაზე გასავრცელებელი რეკლამა;
- საკუთარი თავის სხვა მომხმარებლად გასაღება.
შეთავაზებები
პორტალის მომხმარებლებს, რომლებიც აკმაკოფილებენ პროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას მოიძიონ იმ მომენტისათვის მის მისამართზე არსებული ინტერნეტის ყველაზე იაფი პაკეტი და მიიღონ ინტერნეტის ინსტალაცია უფასოდ. პროვაიდერებს კი, რომლებიც რეგისტრირდებიან პორტალზე, ვაძლევთ შესაძლებლობას განათავსონ თავიანთი პაკეტები, რათა ისინი ხელმისაწვდომი გახდეს პროგრამის ბენეფიციარებისთვის.
1. ფუნქციონირება
კონკრეტული ინტერნეტ პაკეტის არჩევისას თქვენ ადასტურებთ მზადყოფნას, შეიძინოთ თქვენ მიერ შერჩეული შეთავაზება მასზე არსებული შეზღუდვებისა და შესაბამისი პირობების გათვალისწინებით. შეთავაზებით საგებლობისათვის საჭიროა მიიღოთ პროვაიდერისგან თანხმობა, რის შემდგომაც გაგიაქტიურდებათ ინტერნეტ ვაუჩერი, რომელიც უნდა წარუდგინოთ პროვაიდერს ინტერნეტის ინსტალაციისას, რათა ისარგებლოთ ინსტალციის უფასო სერვისით.
2. ვაუჩერი
ვაუჩერი ფარავს მხოლოდ ინსტალაციის ღირებულებას. ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი პროგრამის ბენეფიციარმა უნდა გადაიხადოს თავად პროვაიდერთან.
ვაუჩერის მისაღებად აუცილებელია ანგარიშის გახსნა (რეგისტრაციის გავლა). ანგარიშის არსებობა აუცილებელია, რათა ჩვენ შევძლოთ შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება საიმისოდ, რომ თქვენ ვაუჩერით სარგებლობის ნება დაგრთოთ და ასევე იმ მიზნით, რომ თქვენ შეძლოთ ვაუჩერის დაბეჭდვა, პროვაიდერების მიერ შემოთავაზებული სერვის პაკეტების ხილვა და თქვენი პარამეტრების შეცვლა.
3. ვადის ამოწურვის დრო
ვაუჩერის გამოყენების ვადა ბენეფიციარი ოჯახისთვის არის ვაუჩერის მიღებიდან ერთი თვე, ხოლო ბენეფიციარი მეწარმისთვის - ვაუჩერის მიღებიდან სამი თვე.
4. შეთავაზების კონკრეტული პირობები
თითოეულ შეთავაზებას/ინტერნეტ პაკეტს გააჩნია მასთან დაკავშირებული კონკრეტული პირობები, რაც წარმოგედგინებათ აღნიშნული შეთავაზების არჩევის დროს.
5. ზოგადი პირობები
შემდეგი დამატებითი პირობები მოქმედებს ყველა ვაუჩერის მიმართ გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონით ან ვაუჩერით სხვა რამ არის დადგენილი:
- ვაუჩერის დუბლიკატის გამოყენება, გაყიდვა ან ამ დუბლიკატით ვაჭრობა აკრძალულია;
- სააგენტო არცერთ შემთხვევაში არ არის ვალდებული, ბენეფიციარს აუნაზღაუროს ინტერნეტის ყოველთვიური სააბონენტოს ღირებულება;
6. სერვისები
პორტალი ხელმისაწვდომია მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნიდან. თქვენ აცნობიერებთ, რომ ზოგიერთი ან ყველა სერვისი, რომელიც წარმოდგენილია პორტალზე შეიძლება არ იყოს შესაძენად ხელმისაწვდომი გარკვეული იურისდიქციების ან გეოგრაფიული რაიონების რეზიდენტი პირებისათვის. სააგენტო იტოვებს უფლებას, საკუთარი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ არ დაუშვას ან სხვაგვარად შეზღუდოს ვაუჩერის გაცემა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე განსხვავებულ იურისდიქციას დაქვემდებარებული ან კონკრეტული გეოგრაფიული რეგიონის რეზიდენტი პირისათვის. სააგენტო არ/ვერ უზრუნველყოფს მის პორტალზე განთავსებული ყველა პროდუქტის ან/და მომსახურების ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
სააგენტო არ აგებს პასუხს:
- პროვაიდერის მიერ მომსახურების განხორციელების დაყოვნებისათვის;
- მომსახურების არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობისთვის, ასევე ნაკლის მქონე პროდუქტის მიწოდებისთვის;
- ბენეფიციარის მიერ ყოველთვიური მომსახურების საფასურის ანაზღაურებაზე უარის ან ნაწილობრივი ანაზღაურებისთვის;
- არაჯეროვანი მომსახურების შედეგად დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს მიუღებელ შემოსავალს, ბიზნესის დანაკარგს, სოციალური სტატუსის ან რეპუტაციისათვის მიყენებულ ზიანს.
წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;
მხარეები (ბენეფიციარი და პროვაიდერი), რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან სააგენტოს პორტალის მეშვეობით, იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კონფიდენციალურობა და პირადი ინფორმაცია
1. ინფორმაციის დამუშავება - მომხმარებლისათვის ცნობილია, რომ სააგენტო უფლებამოსილია დაამუშავოს მომხმარებლის შესახებ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები). მონაცემთა დამუშავება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრადავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას.
2. მიერ ელექტრონულ არხებში (ვებ-ბრაუზერი, www.bfd.gov.ge ვებ-გვერდი, მობილური აპლიკაციები ან/და მონაცემთა გადაცემის სხვა ტექნიკური საშუალებები) მომხმარებლის შესახებ მონაცემების დამუშავება ასევე მოიცავს მომხმარებლის აქტივობის ჩაწერას (მაგ. ელექტრონული არხით სარგებლობისას მომხმარებლის ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება, ძიების ველში დაფიქსირებული მონაცემების აღწერა და ანალიზი, სერვისის არჩევის სიხშირის ან/და სხვა ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემის ჩაწერად ამისი ანალიზი) ან/და მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული სხვა მონაცემების (მაგ. მომხმარებლის ან/და მესამე პირთა საკონტაქტო მონაცემები) გამოყენებას.
თუ მომხმარებელი თვლის, რომ მომხმარებლის შესახებ ვებ-გვერდის სისტემაში არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან არ არის სრული, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს სააგენტოს საღნიშნულის შესახებ.